USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
თაკო ჩარკვიანი - გაერთიანების პირველი მტერი ეს გიგა ბოკერიაა
თარიღი:  943

„პარტია კანონის და სამართალის ” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც გიგა ბოკერიას – ერთობის გამანადგურებელს და დამშლელ ძალას უწოდებს.

„კვლავ ამბიციები ( უსაფუძვლო) ჯიბრი, სხვისი პარტიის ამომრჩევლების ხმების მითვისებაზე ფიქრი , აი ეს სამარცხვინო გეგმა ” ავადმყოფური” ლტოლვა უმაღლესი თანამდებობისკენ, მიშას მიმართ მრავალწლიანი კომპლექსები , საკუთარი დაშლილი პარტია, სხვისი მოპოვებული დივიდენდებით არსებობა პოლიტიკურ სცენაზე, სრული მრავალწლიანი მარცხი, რომელსაც არაფერი ეშველება არასოდეს,

რადგან ვერ “გიტანს” ამომრჩეველი, ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება, აი სანამ ამ ” პოლიტიკური სურვილებით დაავადებულ ” “ცრუ გონებას” არ მივუჩენთ ადგილს, არანაირი ერთობა, არანაირი ერთობა არ იარსებებს! ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი და თან არა უანგაროდ- ეს გიგა ბოკერიაა, დაშლილი პარტიით ბოკერია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ შევიდა პალამენტში , რომ მანდატი არ ჰქონდა- სხვა არაფერი! 2016 წელს სხვის ხმების წამღები მიშა სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ძალა ერთობის დამშლელი, ( რადგან 2018 წელს “ძალა ერთობის” წარმატებული პროექტი ვერ გადაიტანა)

 ახლაც, ერთობის – გაერთიანების პირველი მტერი ეს გიგა ბოკერიაა!

რა ჰქნას ამომრჩეველმა მეტი როგორ გამოხატოს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, არსად არ ემხრობიან , მეტი რა ჰქნას ამორჩეველმა, რა ჰქნას ბრძენმა ხალხმა მეტი?! ტოკსიკოზია ოპოზიციაში!

ვალდებული ვარ თქვენს წინაშე , რომ სიმართლე გითხრათ ყოველთვის!

ბიძინას არ ძინავს!,”- წერს თაკო ჩარკვიანი.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის