„პარტია კანონის და სამართალის ” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც გიგა ბოკერიას – ერთობის გამანადგურებელს და დამშლელ ძალას უწოდებს.
„კვლავ ამბიციები ( უსაფუძვლო) ჯიბრი, სხვისი პარტიის ამომრჩევლების ხმების მითვისებაზე ფიქრი , აი ეს სამარცხვინო გეგმა ” ავადმყოფური” ლტოლვა უმაღლესი თანამდებობისკენ, მიშას მიმართ მრავალწლიანი კომპლექსები , საკუთარი დაშლილი პარტია, სხვისი მოპოვებული დივიდენდებით არსებობა პოლიტიკურ სცენაზე, სრული მრავალწლიანი მარცხი, რომელსაც არაფერი ეშველება არასოდეს,
რადგან ვერ “გიტანს” ამომრჩეველი, ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება, აი სანამ ამ ” პოლიტიკური სურვილებით დაავადებულ ” “ცრუ გონებას” არ მივუჩენთ ადგილს, არანაირი ერთობა, არანაირი ერთობა არ იარსებებს! ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი და თან არა უანგაროდ- ეს გიგა ბოკერიაა, დაშლილი პარტიით ბოკერია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ შევიდა პალამენტში , რომ მანდატი არ ჰქონდა- სხვა არაფერი! 2016 წელს სხვის ხმების წამღები მიშა სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ძალა ერთობის დამშლელი, ( რადგან 2018 წელს “ძალა ერთობის” წარმატებული პროექტი ვერ გადაიტანა)
ახლაც, ერთობის – გაერთიანების პირველი მტერი ეს გიგა ბოკერიაა!
რა ჰქნას ამომრჩეველმა მეტი როგორ გამოხატოს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, არსად არ ემხრობიან , მეტი რა ჰქნას ამორჩეველმა, რა ჰქნას ბრძენმა ხალხმა მეტი?! ტოკსიკოზია ოპოზიციაში!
ვალდებული ვარ თქვენს წინაშე , რომ სიმართლე გითხრათ ყოველთვის!
ბიძინას არ ძინავს!,”- წერს თაკო ჩარკვიანი.