USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება | Kalaki.ge
дата:  

თბილისს სამხრეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს, თაბორის მთა ეკვრის, რომელიც თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოებაა. თბილისის საოცარი ლანდშაპტის უნიკალური ნაწილი - თაბორის მთა, ქალაქისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. განიავება მასზე გაშენებული მრავალწლოვანი ფიჭვნარის წყალობით ხდება. ფიჭვის ტყეების მთავარი დანიშნულებაა ასევე ქალაქის ფერდობების ძლიერი წვიმებით გამოწვეული ეროზიისგან დაცვა და წყლის რეჟიმისა და მიკროკლიმატის დაბალანსება.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

ამ მთის უნიკალურობას კიდევ მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: ვინაიდან უფალმა ფერი თაბორის მთაზე იცვალა, მთისა და მონასტრის სახელწოდებაც ამ მოვლენას უკავშირდება; ამასთან, თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მონასტერი დაახლოებით, XIII – XIVსს-ში დემეტრე თავდადებულს აუგია, საუკუნეების წინ აშენებული მონასტრის ნაშთები კი ახლაც არის შემორჩენილი თაბორის მთაზე.

1995 წელს საპატრიარქოს დაკვეთით თაბორის მთაზე დაიწყო ახალი „ნახევრადთავისუფალი ჯვრის“ გეგმის მქონე ტაძრის მშენებლობა, რომლის საძირკველი 1996 წლის 19 აგვისტოს (ფერისცვალების დღესასწაულზე) აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მშენებლობა 2001 წელს დამთავრდა. დღეს, მონასტრის კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ტაძარი: დიდი ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, მეორე ტაძარი – მოსესა და ილიას სახელობის, ხოლო მის ქვეშ გახლავთ მესამე ტაძარი, რომელიც მოციქულების სახელზეა აგებული.

არქიტექტურული თვალსაზრისით, ფერისცვალების სახელობის ტაძარი ნახევრად ჯვრული ნაგებობაა. ტაძრის უკანა ნაწილი არ არის ჯვრული, ხოლო წინა ნაწილი, სადაც სტოა მდებაროებს, ჯვრულია. ტაძარი დახურულია, ჭიათურის რაიონში მდებარე კაცხის მონასტრის გადახურვის მსგავსად.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

საინტერესოა, როგორ შევინარჩუნებთ ამ ყველაფერს ახალი განაშენიანების ფონზე? $130-მილიონიანი სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის მშენებლობა ხომ უკვე აქტიურ ფაზაშია.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

თაბორის მთაზე სასტუმრო „PARAGRAPH GOLF & SPA RESORT TABORI HILL”-ის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო 402 009 კვ/მ რეკრეაციულ ზონას, ლანდშაფტთან შერწყმულ 9-ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბასა და ჩოგბურთის კორტებს, ასევე 177-ნომრიან სასტუმროს, საცურაო აუზს, სპა ცენტრს, სავარჯიშო დარბაზსა და რესტორანს მოიცავს.

აღნიშნული პროექტი საბაგირო საშუალებით სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფ თბილისს“ დაუკავშირდება. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „Doppelmayr”-ი უზრუნველყოფს. 34-გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა მესამედ გადავადდა და ახლა უკვე 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება. თავდაპირველად კომპლექსი 2021 წელს უნდა გახსნილიყო, 2022 წლის ინფორმაციით კი Paragraph Tabori პირველი სტუმრები 2023 წლის შემოდგომისთვის უნდა მიეღო, თუმცა გასული წლის დასაწყისში ეს თარიღიც დაკორექტირდა და ეს ალბათ იმიტომ, რომ მთელი ყურადღება „პარაგრაფ თბილისის“ გახსნაზე იყო მიმართული.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

„The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გასული წლის 21 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გაიხსნა, რომელიც Marriott International-ის ბრენდის ეგიდით ოპერირებს.

Luxury Collection-ის ბრენდი Marriot International-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდია, რომელიც გულისხმობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს, როგორც კომფორტის, დიზაინის, ხარისხის ასევე მომსახურების ნაწილში.

„პარაგრაფ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი კატეგორიის 220 ოთახს პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა სახის რესტორნებს, 3 სართულზე განლაგებულ სპა ცენტრს, მულტიფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს და რაც ყველაზე მთავარია უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

პარაგრაფ თბილისის სასტუმროს დიზაინზე ფრანგულმა კომპანია „HAT Design Paris“-მა იმუშავა, მათ მიერ შექმნილი სასტუმროს ინტერიერი შთაგონებას საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობისა და ძირძველი ისტორიიდან იღებს. სასტუმროს სხვადასხვა სივრცეში სტუმრებს ხვდებათ ვაზისა და თბილისის არქიტექტურით ნაკარნახევი დეტალები, ასევე ინტერიერის დიზაინში აქტიურად არის გამოყენებული ქართული სამოსელისთვის დამახასიათებელი ელემენტები და უნიკალური ქართული ორნამენტების ასლები. სასტუმროში წარმოდგენილია ხუთი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი და ბარი.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება
თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

3 სართულზე განლაგებული უმაღლესი კატეგორიის პარაგრაფ სპა, ბრიტანული ბრენდის „ESPA“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სპაში დამსვენებლებს ხვდებათ დახურული და ღია აუზი პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა ტიპის საუნები, ფიტნეს და იოგას დარბაზი, 5 მულტიფუნქციური საპროცედურო ოთახი-ინდივიდუალური ტერასით. სპაში ასევე ფუნქციონირებს სარელაქსაციო სივრცე, სპა, კაფე და საქართველოში პირველი ინდივიდუალური მომზადების მაღალტექნოლოგიური „Prama“ სტუდია.

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება

„The Luxury Collection” არის ბრენდი, რომელიც შედგება უმაღლესი ხარისხის სასტუმროებისა და კურორტებისგან. 2023 წლის ნოემბრიდან „The Luxury Collection”-ის სასტუმროების რუკაზე უკვე თბილისიც გამოჩნდა – „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel”-ის სახელით.

„პარაგრაფ თბილისი“ ტურიზმის განვითარების ფონდის, რიგით მეორე პარაგრაფის ბრენდის სასტუმროა შეკვეთილის შემდეგ. სასტუმროს საინვესტიციო ჯამური მოცულობა კი 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო:https://kalaki.ge/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати