სროლა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში მოხდა. მოკლეს დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, დაიჭრა ოპოზიციონერი კან კვარჩია.
ტელეგრამის არხი AMRA-life წერს, რომ პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტი განიხილებოდა.
„შეხვედრისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა“, - წერს გამოცემა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გოლანძია მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მივიდა.
ეჭვმიტანილი ადგურ ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კან კვარჩია მკლავში დაიჭრა, იუწყება ტელეგრამის არხი „ეხო აფხაზეთი“.