USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
სპორტის სამინისტრომ 1981 წლის თასების მფლობელთა თასზე თბილისის „დინამოს" ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ვეტერან ფეხბურთელებს ფულადი ჯილდოები გადასცა
Date:  663
სპორტის სამინისტრომ 1981 წლის თასების მფლობელთა თასზე თბილისის „დინამოს" ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ვეტერან ფეხბურთელებს ფულადი ჯილდოები გადასცა.
 
სპორტის სამინისტროს ინიციატივით 1981 წლის თასების მფლობელთა თასზე თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება მოეწყო. სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით „დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
 
ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა, 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ დუსელდორფის „რეინშტადიონზე" UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში „კარლ ცაისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „დინამოს“ შემადგენლობიდან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.
 
„დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებამ ქართულ ფეხბურთის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია, ეს გამარჯვება დღემდე რჩება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად.
society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way