USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
სპორტდარბაზების და აუზების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას აწყობენ
дата:  1414

სპორტდარბაზებისა და აუზების წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის აქციის მონაწილეები ამ ფორმით, კორონავირუსის გამო, დახურული ფიტნეს ცენტრების და საცურაო აუზების გახსნას ითხოვენ.

„მოგვეცით არსებობის შესაძლებლობა, შეგვხვდით, აგვიხსენით და განგვიმარტეთ, ღირსი არ ვართ ელემენტარული პასუხი, რომ მივიღოთ? რატომ არის სატრენაჟორო დარბაზებში ინფექციის გადადების მაღალი რისკი? თუ ტრანსპორტში და რესტორნებში არ არის ინფიცირების საფრთხე ჩვენთან რატომ არის რისკი?“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პროტესტანტები მთავრობის შესაბამის უწყებასთან შეხვედრას და ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რატომ არის სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებში ინფიცირების მაღალი რისკი და როდის მიცემენ მათ მუშაობის საშუალებას.

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати