სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 61 და დაშავებულია 282 სამოქალაქო პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე, სომხეთის მიერ დასახლებების დაბომბვის შედეგად სერიოზულადაა დაზიანებული 90 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, 1 846 საცხოვრებელი სახლი და 341 სამოქალაქო ობიექტი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.