USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
სომხეთის მიერ დასახლებების დაბომბვის შედეგად დაღუპულია 61 და დაშავებულია 282 სამოქალაქო პირი
Date:  861

სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 61 და დაშავებულია 282 სამოქალაქო პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე, სომხეთის მიერ დასახლებების დაბომბვის შედეგად სერიოზულადაა დაზიანებული 90 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, 1 846 საცხოვრებელი სახლი და 341 სამოქალაქო ობიექტი.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way