USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებენ
дата:  684

სომხური და აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დასახლებული პუნქტების მიმართ იერიშს განაგრძობდნენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

მათი თქმით, თავდასხმები მარტუნისა და ასკერანის რაიონების სოფლების მიმართ განხორციელდა.

აზერბაიჯანის თავდაცის უწყების ინფორმაციით, კი მოწინააღმდეგე მხარემ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

მათი თქმით, აზერბაიჯანის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კონტროლი კიდევ რამდენიმე სოფელზე აღადგინა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურეს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати