სომხური და აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დასახლებული პუნქტების მიმართ იერიშს განაგრძობდნენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.
მათი თქმით, თავდასხმები მარტუნისა და ასკერანის რაიონების სოფლების მიმართ განხორციელდა.
აზერბაიჯანის თავდაცის უწყების ინფორმაციით, კი მოწინააღმდეგე მხარემ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.
მათი თქმით, აზერბაიჯანის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კონტროლი კიდევ რამდენიმე სოფელზე აღადგინა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურეს.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ