USD 2.6925
EUR 3.1481
RUB 3.5900
Tbilisi
სოციალური საწარმო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ასაქმებს და 3 ტონა ჩირს ყიდის
Date:  1079

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ თორსაში მდებარე ჩირის სოციალური საწარმო “ჩირიგე” წარმოების გაფართოებასა და მეტი ქალის დასაქმებას გეგმავს.

ამ დროისთვის საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სამი ქალია დასაქმებული. ჩირიგე სეზონურად 3 ტონამდე ხურმის, ფორთოხლის, კივის, ქლიავის, ნესვის ჩირებს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ და კერძო დამკვეთებთან ყიდის.

"ჩირიგეს" დამფუძნებელი გვანცა კიკალეიშვილია. ის bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საწარმოს სოციალური ხასიათი აქვს და მოგების თანხას სოციალური მისიების შესრულებას ახმარს(მაგალითად ურიცხავენ ადამიანებს, რომლებსაც დროის კონკრეტულ მომენტში კონკრეტული საჭიროება აქვთ). მისივე თქმით, საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, ასე კი მათ პროდუქტის რეალიზაციის საშუალებას აძლევს.

“ჩირიგე სოციალური მისიით დავაფუძნეთ. საწარმო ჩირი სხვადასხვა დიზაინის შეუთვებში იყიდება. პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ და კერძო შეკვეთების საშუალებით ვახდენთ. გაყიდვები განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში აქტიურდება, თუმცა ვფიქრობ, საჭიროა ჩირიგეს სოციალურ მისიაზე, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ეს პროდუქციის რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

ჩირიგეს სამომავლო გეგმები უპირველესად სურსათის უვნებლობის ფარგლებში სტანდარტების დანერგვას და სხვადასხვა ხარისხის სერტიფიკატების მოპოვებას უკავშირდება, მომხმარებელზე სასურველი პროდუქციის, შეფუთვების შექმნას, საწარმოს გაფართოებასა და ქალების დასაქმებას” - ამბობს გვანცა კიკალეიშვილი.

ინფორმაციისთვის, ჩირიგე 2018 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 30 000 ლარი შეადგინა, სადაც დონორის მიერ დაფინანსებული თანხა 24 000 ლარი, ხოლო დამფუძნებლის თანხა 6 000 ლარია.

წყარო:https://bm.ge/

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way