USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
სოფო მაღალაშვილი-ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ბუდაპეშტში
Date:  1520

ბუდაპეშტში 11 წლის წინ ჩამოვედი დედასთან ერთად. ორი წლის ვიყავი, როდესაც ხატვა დავიწყე. დედას ვთხოვე, ჩემთვის ხე დაეხატა, მან კი მითხრა, რომ ხატვა არ იცოდა, მირჩია დამეხატა ის, რასაც ვხედავდი. მას შემდეგ ვხატავ იმას, რასაც ვხედავ.

13 წლის ასაკში დავიწყე აკრილში და ზეთში ხატვა. უფრო ზეთში ხატვამ გამიტაცა, ფერების შეზავება და ნახატის გამოსწორება მიადვილებს საქმეს, შემიძლია გადმოვცე ზუსტი შუქჩრდილები, რასაც ვხედავ საკუთარ წარმოსახვაში. სანამ ნახატს ზეთში დავხატავ, ჯერ A5 ზომა ფურცელზე გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ. სამი დღე მჭირდება ფანქარში ხატვისთვის. შემდეგ ნახატი ტილოზე გადმომაქვს, იგივე გრძნობებით და იგივე მონდომებით. ტილოზე ხატვის პროცესი სამი კვირა გრძელდება.

ჩემს ნახატებში ხშირია გეომეტრიული ნახაზები, რაც კომფორტულობას უსვამს ხაზს. ხაზების გარეშე ნახატი სხვანაირია. ხატვის სტილი ასაკთან ერთად იცვლება. ვქმნი იმ სამყაროს, სადაც არ არის პრობლემა, სულ სინათლე, სიკეთე და სიმშვიდეა. ინსპირაციას ყველაფრისგან ვიღებ, ზოგჯერ პატარა დეტალებისგანაც. ნახატებს ვქმნი ისე, რომ ჯერ საკუთარ თავს ვეკითხები: სად ვარ? ვინ ვარ? რას ვაკეთებ? რა მაცვია? ამავე დროს შეიძლება ბიჭი ვიყო ან გოგო, ან ბავშვი. ამ გრძნობების მიხედვით გადმოვცემ ნახატს ფურცელზე ან ტილოზე. ჩემი ნახატების ლიმიტირებული პრინტები იყიდება.

მინდა შევქმნა ჩემი სამყარო ისეთი ნივთების კოლექციებში, რასაც ადამიანი ყოველდღიურად გამოიყენებს. ამისთვის აუცილებელია მყავდეს ჯგუფი, რომელიც დამეხმარება სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, რომელშიც მე ვერ ვერკვევი. ამჟამად ახალი გამოფენისთვის ვემზადები, თუმცა მინდა, რომ ერთ დღეს ჩემი ნამუშევრები ორანჟერეაში გამოვფინო. ძალიან მიყვარს დიდი და პატარა მცენარეები. ხეები ლამაზი ყვავილებით. ვფიქრობ, რომ ორანჟერეაში ადვილად შეიგრძნობენ ჩემს სამყაროში არსებულ პერსონაჟებს. სამომავლოდ საქართველოშიც მინდა მქონდეს პერსონალური გამოფენა.

ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად პირველ რიგში საჭიროა საკუთარი თავის შეცნობა. უნდა იცოდე რა გინდა, როგორ გინდა, რისთვის გინდა. თუ შენს საქმეს აკეთებ 100% საკუთარი სურვილით და არა დაძალებით, ეს უკვე წარმატებაა. რაც გულით გსურს რომ გამოვიდეს და მუშაობ ამისთვის, ის ყოველთვის გამოვა.

 

society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way