USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
თბილისი
სოფიო ჯანელიძე-ქართველი მეცოსოპრანო იტალიაში
თარიღი:  2037
12 წელზე მეტია რაც იტალიაში ვმოღვაწეობ. თავდაპირველად მილანში ჩამოვედი სასწავლებლად. მოულოდნელად აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, რთული გზის გავლა დამჭირდა. რეპერტუარის რადიკალურად შეცვლა მომიწია.
 
ახალ მუსიკოსებთან და დირიჟორებთან დავიწყე მუშაობა, ამავე დროს “შერკინება”. პირველი კონტრაქტი ლა სკალას თეატრში გავაფორმე. უცხოეთში მუშაობა ბევრად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც საქართველოში ვიყავი შეჩვეული. იტალიაში სოლისტებთან ერთჯერად კონტრაქტს აფორმებენ, აქ არ არის საშტატო სისტემა. მომიწია საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობის სწავლა. პასუხისმგებლობა ბევრად მეტია, გავათვიცნობიერე, რომ მაქსიმალურად მომზადებული თუ არ მივიდოდი რეპეტიციაზე, იქ ჩემს ადგილს სხვა დაიკავებდა, ან უბრალოდ, თეატრი მეორედ აღარ ისურვებდა ჩემთან თანამშრომლობას. იტალიაში თითქმის ყველა დიდი თეატრის სცენაზე მაქვს ნამღერი. ყველა გამოსვლას ჩემთვის ერთნაირი დატვირთვა აქვს, ვერ გამოვყოფ ვერც ერთ ჩემს სპექტაკლს ან კონცერტს.
 
გარდა სიმღერისა, რამდენიმე წლის წინ შევქმნი მუსიკალური ონლაინ ჟურნალი www.iteatridellest.com, რომლის მიზანიც თავდაპირველად იყო იტალიელი მკითხველისთვის გაგვეცნო აღმოსავლეთ ქვეყნების თეატრების სპექტაკლები. საბოლოოდ კი ჟურნალმა დაიპყრო ევროპის მუსიკალური საინფორმაციო ბაზარი. ამჟამად ვთანამშრომლობთ სხვადახვა იტალიელ და უცხოელ მუსიკლურ კრიტიკოსთან. ყოველწლიურად ასევე ვაწყობ საერთაშორისო კონკურსს ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის Salice d'oro, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაა. ჟიურის წევრები წამყვანი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და თეატრალური მენეჯერები არიან. სამწუხაროდ, პანდემიის გამო შარშან კონკურსი ვერ ჩატარდა. იმედია, წელს მოვახერხებთ განხორციელებას და 11-ე გამოშვება გვექნება. პანდემიამ თეატრს განსაკუთრებული ზიანი მოუტანა. ცოტა თეატრი ახერხებს სტრიმინგის საშუალებით სპექტაკლის გადაცემას. სადაც სპექტაკლის ბოლოს აპლოდისმენტის ნაცვლად სამარისებული სიჩუმე ისმის.
მუსიკაში წარმატების განსაზაღვრა რთულია. ალბათ სანამ მოთხოვნადი და სასურველი ხარ მაყურებლისთვის, მანამდე შენი მოღვაწეობა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. ახალგაზრდა მომღერლებს მინდა ვურჩიო, რომ არასდროს დაკარგონ რწმენა. გააგრძელონ საკუთარ თავზე და ტექნიკაზე მუშაობა, როცა შესაძლებლობა მიეცემათ, მზად იყვნენ წარმატებისთვის.
 
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.