USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
სოფელ ვაჩნაძიანში კომპანია "ჯიდი ჯგუფმა" ღვინის ახალი ქარხანა Wine Era გახსნა
თარიღი:  643

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში კომპანია "ჯიდი ჯგუფმა" ღვინის ახალი ქარხანა Wine Era გახსნა. საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მეღვინეობა "ვაინ ერას" ქარხანაში ღვინო ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება და ორიენტირებული იქნება მსოფლიო სტანდარტებზე. თუმცა არც პრემიერს, არც სოფლის მეურნეობის მინისტრს და არც კომპანიის დამფუძნებელს გოჩა დარჩიაშვილს ქარხანაში განხორციელებული ინვესტიციების, წარმადობისა და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ არ უსაუბრიათ.

ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის სოციალური ეფექტი - ქარხანაში ათეულობით ადგილობრივი დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას.

„ვაჩნაძიანში ვხედავთ, რომ ერთმანეთს ერწყმის ჩვენი უძველესი მეღვინეობის ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები და ამისათვის ბატონ გოჩას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ღვინო ამ ქარხანაში ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება, რაც იქნება ორიენტირებული მსოფლიო სტანდარტებზე. ეს მიდგომა არის მისასალმებელი - მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა. სწორედ მეცნიერული ანალიზით შეირჩევა საძირეები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მიწისქვეშა მარანი ტემპერატურის კონტროლისთვის -ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარისხის მიღწევას“, - განაცხადა პრემიერმა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის