USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
სლოვაკეთი 23 თებერვლიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის საავარიო მიწოდებას წყვეტს
თარიღი:  768

სლოვაკეთი 23 თებერვლიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის საავარიო მიწოდებას წყვეტს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

„დღეიდან მოქმედებს წესი: თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს მიმართავს თხოვნით უკრაინის ენერგოქსელის სტაბილიზაციაში დახმარების შესახებ, ის ასეთ დახმარებას ვერ მიიღებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

„ეს არის პირველი საპასუხო ნაბიჯი, რომლის უფლებაც სლოვაკეთის მთავრობას აქვს ყოველგვარი საერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების დარღვევის გარეშე“, - განაცხადა ფიცომ.

„თუ უკრაინული მხარე გააგრძელებს სლოვაკეთის ინტერესების დაზიანებას სტრატეგიული ნედლეულის მიწოდების სფეროში, სლოვაკეთის მთავრობა ასევე გადახედავს თავის მანამდე არსებულ კონსტრუქციულ პოზიციებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოამზადებს შემდგომ ზომებს“, - დასძინა მან.

საუბარია ნავთობის მიწოდების აღდგენაზე სლოვაკეთისთვის ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჩერა გაზის ნაკადი სლოვაკეთისკენ, რითაც ქვეყანას წელიწადში 500 მილიონი ევროს ოდენობის ზიანი მიაყენა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის