USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
სირიის მთავრობასა და ქურთულ YPG-ს შორის შეთანხმება გაფორმდა - ვასილ პაპავა
Date:  1506
სირიის მთავრობასა და ქურთულ YPG-ს შორის შეთანხმება გაფორმდა.
შეხვედრის დროს დოკუმენტს ხელი მოაწერეს სირიის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტმა აჰმედ აშ-შარაამ და YPG-ის ლიდერმა მაზლუმ აბდი შაჰინმა.
დოკუმენტში აღნიშნულია:
 
ყველა სირიელს, მათი რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება იყვნენ წარმოდგენილი სახელმწიფო დაწესებულებებში და მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში მათი კომპეტენციის საფუძველზე.
ქურთული თემი სირიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, და სირია მათი ყველა სამოქალაქო და საკონსტიტუციო უფლებების გარანტორია.
სირიის მთელ ტერიტორიაზე უნდა იქნას უზრუნველყოფილი ცეცხლის შეწყვეტა.
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში არსებული ყველა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტი, მათ შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტები, აეროპორტები, ასევე ნავთობისა და გაზის საბადოები, უნდა იყოს ინტეგრირებული სირიის სახელმწიფო მმართველობის სისტემაში.
 სირიის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სირიელი ლტოლვილების უსაფრთხოება და გარანტირებული უნდა იყოს მათი დაბრუნება საკუთარ სოფლებში და ქალაქებში.
 სირიის სახელმწიფომ უნდა მიიღოს ქურთების მხარდაჭერა ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ნარჩენებთან ბრძოლის საქმეში და ყველა იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის.
 აღმასრულებელი კომიტეტები ამ შეთანხმების განხორციელებაზე მიმდინარე წლის ბოლომდე იმუშავებენ.
 ხელშეკრულებია გაფორმების შემდეგ სირიის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის რაიონების მოსახლეობა, მათ შორის რაკის, ალეპოს, ჰასაკას და დეირ-ეზ-ზორის პროვინციების მცხოვრებნი, გამოვიდნენ ქუჩებში, რათა იზეიმონ სირიის მთავრობისა და ქურთული ძალებს (SDF) შორის მიღწეული შეთანხმება.
 
 
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way