USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
სირიაში 33 თურქი ჯარისკაცის დაღუპვამ შესაძლოა ფართომასშტაბიანი ომი გამოიწვიოს
Date:  1089

სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.

„რა სირცხვილია, რომ დღეს მიწევს იმის თქმა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა“, - აცხადებს ქვეყნის სამხრეთ პროვინციის, ჰატაის გუბერნატორი სატელევიზიო მიმართვის დროს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავლუშოღლუ ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერს ესაუბრა.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის არმია, სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს.

ცნობისთვის, იდლიბის პროვინციის ძირითად პოზიციებზე რუსეთის დახმარებით სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაამყარეს. მას შემდეგ თურქეთმა ოპოზიციის მხარდასაჭერად რეგიონში საკუთარი სამხედრო ყოფნა გააძლიერა. რამდენიმე საათის წინ, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთისა და სირიის აჯანყებულების ჯარებმა იდლიბის პროვინციის საკვანძო ქალაქზე, სარაქიბზე კონტროლი ხელახლა მოიპოვეს და ალეპოდან დამასკოსკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს.

ერდოღანსა და თურქ მაღალჩინოსან პოლიტიკოსებს შორის კონსულტაციის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ანკარამ ოფიციალურად გადაწყვიტა სირიელი ლტოლვილები არ შეაკავოს და გზა გაუხსნას ევროპისკენ. ამის შესახებ წერს არაბული მედია.

თურქული მხარე 72 საათის განმავლობაში თავის სამხრეთის საზღვრებს ხსნის, რომლის შემდეგაც სირიელ ლტოლვილებს შეეძლებათ ევროპისკენ გადაადგილება.

თურქი მაღალჩინოსნების თქმით, ოფიციალურმა ანკარამ უბრძანა პოლიციის, ჟანდარმერიის, საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სამსახურებს, ხელი არ შეუშალონ სირიელი ლტოლვილების მანქანების კოლონებს, რომელთაც ევროპაში სურთ გადასვლა.

 ბოლოდროინდელი მონაცემებით დასტურდება, რომ თურქეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის ფონზეც სპეცსამსახურები, ჟანდარმერია და პოლიცია სამხედრო მდგომარეობისთვის მოემზადონ უნდა. ასევე თურქ ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ხვალ პარლამენტი იმსჯელებს ასადის რეჟიმისთვის ომის გამოცხადების საკითხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ახალი ფართომასშტაბიანი რეგიონალური კონფლიქტი ვიხილოთ.

მიმდინარე დაძაბული სიტუაციის ფონზე ერთ-ერთ ტელევიზიაში ერდოღანის მრჩეველმა მესუტ ჰაკინ ქასინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთთან ომისთვის.

„რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს შიგნიდან დაინგრევა. ჩვენ ადრე 16-ჯერ ვიომეთ რუსეთთან და ახლაც იმავეს გაავაკეთებთ, ჩვენი შურისძიება ძალზე სასტიკი იქნება“ - განაცხადა ქასინმა.

 
tbilisi
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way