USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
სილამაზე ინდურად- ტრადიციული სამოსი და წესები
Date:  2243
ინდოელი ქალის სრულ მორთულობას შრინგარი ჰქვია. იგი ვიშნუს ცოლის, სილამაზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ შრი-ლაკშმის უკავშირდება. ინდოელი ქალი ლამაზად მიიჩნევა, თუ მას სილამაზის 16 ნიშანი ამშვენებს, რაც მთვარის ფაზებთანაა დაკავშირებული (თანაც, ინდურ მითოლოგიაში ნახევარღმერთები 16 წლისანი არიან).
 
შუბლზე დეკორატიულ ხალს ბინდი ჰქვია. მას "მესამე თვალის" ადგილზე იკეთებენ.
 
ქმრის მორჩილი, გათხოვილი ქალი ვარცხნილობის განაყოფს წითელი ფხვნილით იღებავს. პირველად მას ქორწილის დღეს იკეთებენ. წითელი ნაყოფიერების, ძალაუფლებისა და სატის (მსხვერპლშეწირვის რიტუალი) სიმბოლოა. ქვრივის პატიოსნებაში ეჭვი რომ არავის
 
შეჰპაროდა, გარდაცვლილ ქმართან ერთად, ცოცხლად წვავდნენ.
 
ტიკა სამკაულია, რომელსაც გათხოვილი ქალები ვარცხნილობის განაყოფში იკეთებენ. მისი დაბოლოება შუბლის ცენტრში უნდა მოექცეს. ტიკა ქალის სიმბოლოა, რომელმაც ქმრის ოჯახის ტრადიციები უნდა დაიცვას და მემკვიდრეები გაუჩინოს.
 
თვალის გარშემო შავი ფანქრით შესრულებულ კონტურს კოლი ჰქვია.
 
ძველად, ღალატში შემჩნეულ ცოლს ცხვირს აჭრიდნენ. ცხვირში საყურე - დეფლორაციის სიმბოლოა.
 
ინდოელ ქალს ყელი მძივით (ჰაარა) უნდა ჰქონდეს დაფარული. მიაჩნიათ, რომ სამკაულს სიყვარულის შენარჩუნება, წარმატების მოტანა და ავი თვალისგან დაცვა შეუძლია.
 
საყურეს კარნ პხული (ყვავილი ყურში) ჰქვია. ინდოელების დაკვირვებით, ღმერთებსა და ფილოსოფოსებს გრძელი ბიბილოები ჰქონდათ. ქალისთვის საყურეს ბედნიერება მოაქვს. რაც უფრო ძვირფასი საყურე უკეთია ქალს, მით უფრო ბედნიერია. ზოგჯერ საყურე იმდენად მძიმეა, რომ მას სარჭებით თმაზე იმაგრებენ.
 
მეჰენდი ინით შესრულებული ნახატია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. ძველ ეგვიპტეში ქალები ინით მთელ სხეულს იხატავდნენ. XII საუკუნიდან მეჰენდის გაკეთება ინდოეთშიც დაიწყეს. ქორწილის წინადღეს პატარძალს ხელ-ფეხს უხატავენ, დარჩენილ ინას კი მიწაში მარხავენ. რაც უფრო დიდხანს ძლებს ინის ნახატი, მით მყარი იქნება ცოლ-ქმრის სიყვარული. მეჰენდის დღესასწაულებზეც იკეთებენ.
 
გათხოვილი ქალი საზოგადოებაში სამაჯურების გარეშე არასდროს ჩნდება. მას ყოველ ხელზე 8, 12 ან 24 სამაჯური უნდა ეკეთოს.
 
სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა ორნამენტებითა და ძვირფასი თვლებით დამშვენებული სამაჯური მკლავზე. მას ბააჯიუბანდი ჰქვია.
 
ცერა თითს - მტევნის მეფეს ეძახიან. ინდოელმა ქალმა ამ თითზე სარკიანი ბეჭედი უნდა ატაროს, ახალგაღვიძებულმა პირველად სარკეში რომ ჩაიხედოს. დანარჩენ თითებზე ოქროს ბეჭდები უნდა ეკეთოს, ერთმანეთთან 5 ძეწკვით მიმაგრებული, ხოლო სამაჯურებთან - სამით.
 
თმა სიცოცხლის ენერგიის სიმბოლოა. ძველად ადამიანები ღმერთებს საკუთარ თმას სწირავდნენ. ქალმა ნაწნავი უნდა ატაროს, რადგან სამ ძირითადად ღმერთს მიაგოს პატივი. ინდოელი ქალი გრძელ ნაწნავს (კეშაპაშაჩარაჩნას) ატარებს.
 
კამარბანდი სარის დასამაგრებელი ქამარია, გათხოვილი ქალი მასზე გასაღებების აცმას იმაგრებს. ასეთ აცმას დედამთილი რძალს გადასცემს, ამით მიანიშნებს, რომ ოჯახის საქმეებს მას გადააბარებს.
 
ინდოელი ქალები ფეხის სამაჯურზე ზოგჯერ ზანზალაკებს იმაგ¬რებენ. ფეხსამკაული შესაძლოა, ფეხის თითებზე წამოცმულ ბეჭდებზე იყოს დამაგრებული. 
ინდური ეროვნული სამოსია სარი. ინდოელი ქალი ვერც კი გაბედავს ევროპული სამოსის ჩაცმას.
sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way