შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა უწყებამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანელი პარტნიორის, BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“დღემდე არსებულმა მონაცემებმა ყველა გამოკვლეულ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. მოზრდილებში მეორე ინექციიდან 7 დღეში დაცვის დონე 90%-ზე მეტია. ამასთან, ვაქცინა უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს”,- აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიას კომპანიებთან უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც ვაქცინის 3 მილიონი დოზის მიწოდებას ითვალისწინებენ. BioNTech-ის მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება 2020 წელს დაიწყება და 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებული აქვს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, მექსიკას, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.