USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
შვეიცარიამ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
Date:  629

შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა უწყებამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანელი პარტნიორის, BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

“დღემდე არსებულმა მონაცემებმა ყველა გამოკვლეულ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. მოზრდილებში მეორე ინექციიდან 7 დღეში დაცვის დონე 90%-ზე მეტია. ამასთან, ვაქცინა უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს”,- აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიას კომპანიებთან უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც ვაქცინის 3 მილიონი დოზის მიწოდებას ითვალისწინებენ. BioNTech-ის მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება 2020 წელს დაიწყება და 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებული აქვს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, მექსიკას, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way