USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
შვედეთმა ყველა ოფიციალური პროცედურა გაიარა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდა
дата:  531

ნატოს შტაბბინაში, 32-ე დროშის აღმართვის ცერემონია დასრულდა. ამ ცერემონიით, შვედეთმა ყველა ოფიციალური პროცედურა გაიარა და ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ნატოში გაწევრიანება ქვეყნისთვის მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შვედეთს წელიწადზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ ყველა საჭირო პროცედურა გაევლო და ნატოს წევრი გამხდარიყო.  

შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც დაესწრნენ.

„ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ, ასევე, ამაყები. ვიცით, რომ შვედეთის მიმართ მოლოდინი დიდია, მაგრამ ჩვენ, ასევე, გვაქვს დიდი მოლოდინი საკუთარი თავის მიმართ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობას და რისკებს“, - განუცხადა ულფ კრისტერსონმა ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებს.

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად 7 მარტს გახდა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати