ნატოს შტაბბინაში, 32-ე დროშის აღმართვის ცერემონია დასრულდა. ამ ცერემონიით, შვედეთმა ყველა ოფიციალური პროცედურა გაიარა და ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ნატოში გაწევრიანება ქვეყნისთვის მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შვედეთს წელიწადზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ ყველა საჭირო პროცედურა გაევლო და ნატოს წევრი გამხდარიყო.
შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონიც დაესწრნენ.
„ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ, ასევე, ამაყები. ვიცით, რომ შვედეთის მიმართ მოლოდინი დიდია, მაგრამ ჩვენ, ასევე, გვაქვს დიდი მოლოდინი საკუთარი თავის მიმართ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობას და რისკებს“, - განუცხადა ულფ კრისტერსონმა ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებს.
შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად 7 მარტს გახდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.