USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
შენობა რომელსაც, ნიუ-იორკ ტაიმსმა დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა უწოდა.
дата:  5671

 ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, დღევანდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისი — 1975 წელს აიგო არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიერ.

 ნაგებობა გამოირჩევა პოსტკონსტრუქტივისტული მოდერნისტული სტილით და დაკავშირებულია საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის არქიტექტურულ ტენდენციებთან.

ეს მონუმენტური შენობა, რომელსაც ნიუ-იორკ ტაიმსმა უწოდა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე“, ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნიმუშია თბილისში.

1980 წელს ამ შენობის პროექტირებისა და მშენებლობისათვის ავტორებს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭათ. 2007 წელს შენობა საქართველოს ბანკმა შეიძინა.

 საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა აგებულია 1975 წელს.

 ნაგებობას 2007 წლიდან უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

შენობის განსხვავებულმა იერმა და წარმატებით განხორციელებულმა ორიგინალურმა კონცეფციამ განაპირობა შემდეგი რეზონანსი: 1977 წელს ჟურნალ Domus-ის 577-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც თბილისის ახალ არქიტექტურულ ნაგებობას ეხებოდა. აღნიშნული შენობა, როგორც არქიტექტურული შედევრი, შევიდა ცნობილი საგამომცემლო სახლის, TASCHEN-ის ახალ გამოცემაში Frédéric Chaubin, Cosmic Communist Constructions Photographed. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპუალრულ გამოცემაში.

 ორიგინალური - მარტივი შეფასებაა, რომელიც ქართველი არქიტექტორების პროექტის უნიკალურობას და წარმატებულ რეზონანს ვერ განაპირობებდა. ჩნდება კითხვა, მაინც რატომ და როგორ გახდა აღნიშნული შენობა საბჭოთა არქიტექტურის ვარსკვლავი, როგორც მას ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები უწოდებდნენ. ნაგებობა წარმოადგებს ურთიერთგადამკვეთ პარალელეპიპედს, რომელიც ამოდის ერთმანეთისგან შორს მდგომ სამ ოთხკუთხა მოცულობაზე.

შენობა მთლიანად იკავებს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, მეტად რელიეფურ სივრცეში. ფაქტობრივად მთაშია ჩაშენებული და აქცენტს აკეთებს საინჟინრო ტექნოლოგიების, არქიტექტურულ-გეომეტრიული ფორმებისა და ბუნების სინთეზზე.

მკვლევარები სხვადასხვა პერიოდის ურბანისტულ კულტურაში ეძებენ 1975 წელს თბილისში აგებული ამ ნაგებობის იდეის საფუძვლებს, იმას თუ რას შეიძლებოდა მოეხდინა არქიტექტორების გავლენა, ვიდრე ასეთ ექსპერიმენტს ჩაიფიქრებდნენ. რთული და ალოგიკური იქნება გავექცეთ საბჭოთა არქიტექტურის გამოცდილებას, რომელიც 20-იანი წლებიდან იწყებს ათვლას და 70-იან წლებამდე თავისებური ექსპერიმენტებისა და ტენდენციების გამოცდილებით მოდის.

20-იანი წლები ის პერიოდია, საიდანაც ყველაზე მეტად უნდა საზრდოობდეს საქართველოს ბანკის ამჟამინდელი სათავო ოფისის შენობის ფორმა და იდეური ჩანაფიქრი.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати