USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
შალვა პაპუაშვილი: 29 აპრილს არის ქართველი ხალხის შეკრება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოვიდეს და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ყველანაირ მცდელობას, რომ უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო
дата:  653

29 აპრილს არის ქართველი ხალხის შეკრება. ეს არის ქართველი ხალხის გამოსვლა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა, დიდიც და პატარაც, კაციც და ქალიც, ბიზნესმენიც და საჯარო მოხელეც, ყველა გამოვიდეს და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ყველანაირ მცდელობას, რომ უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ეს არის ქართველი ხალხის სახელმწიფო, რომელიც იმართება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით. არასამთავრობო სექტორში „შავი ფულის“ ტრიალი უნდა დასრულდეს და ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ძალაუფლების განხორციელების საშუალება.

რა იძულება უნდა, როდესაც შეკრება ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და იმას, ვინ მართავს ამ ქვეყანას - ქართველი ხალხი თუ სხვები? ამას ეხება საკითხი და ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე გამოვა რუსთაველზე და ეტყვის თავის სათქმელს ყველას, ვინც ცდილობს, რომ ქვეყანა იმართოს არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ სხვადასხვა ჯგუფის მიერ. ვისაც არ სურს, ის არც უნდა მოვიდეს. ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც სურს, რომ ქვეყანაში სუვერენიტეტი იყოს და არ იყოს „შავი ფული“, ის უნდა მოვიდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати