29 აპრილს არის ქართველი ხალხის შეკრება. ეს არის ქართველი ხალხის გამოსვლა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა, დიდიც და პატარაც, კაციც და ქალიც, ბიზნესმენიც და საჯარო მოხელეც, ყველა გამოვიდეს და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ყველანაირ მცდელობას, რომ უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ეს არის ქართველი ხალხის სახელმწიფო, რომელიც იმართება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით. არასამთავრობო სექტორში „შავი ფულის“ ტრიალი უნდა დასრულდეს და ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ძალაუფლების განხორციელების საშუალება.
რა იძულება უნდა, როდესაც შეკრება ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და იმას, ვინ მართავს ამ ქვეყანას - ქართველი ხალხი თუ სხვები? ამას ეხება საკითხი და ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე გამოვა რუსთაველზე და ეტყვის თავის სათქმელს ყველას, ვინც ცდილობს, რომ ქვეყანა იმართოს არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ სხვადასხვა ჯგუფის მიერ. ვისაც არ სურს, ის არც უნდა მოვიდეს. ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც სურს, რომ ქვეყანაში სუვერენიტეტი იყოს და არ იყოს „შავი ფული“, ის უნდა მოვიდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.