USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე - უნდათ, საერთაშორისო დამკვირვებლებთან თეთრი და ფუმფულა გამოჩნდნენ
дата:  582

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, შეზღუდვები „საარჩევნო კოდექსში“ უკვე არსებობს, ხოლო ამგვარი ცვლილებით „ქართული ოცნება“ ცდილობს საერთაშორისო დამკვირვებლებს მოაჩვენოს, რომ ხელისუფლება შეზღუდავს ამომრჩეველზე რაიმე ტიპის გავლენას.

როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, ამგვარი შეზღუდვები არ მოქმედებს „ქართული ოცნებისთვის“ და მასთან დაახლოებულ პირებზე და „ამის მრავალი მაგალითი უკვე არსებობს“.

„აი, ამ ინიციატივაზე შეიძლება ითქვას ზუსტად, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო და როგორც ჩანს, უნდა გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომ აი, თურმე კანონში შეაქვთ ცვლილება. მთავარი პრობლემა არის, თუ ამ კანონის შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ. აქამდე არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაშინებული, მოსყიდული ან ამომრჩევლის იძულების გამო მომხარი რაიმე ფაქტი დასჯილიყო. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე საჯარო მოხელე, ან „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირი ყოფილიყო დასჯილი. ჩვენ გვახსოვს ისეთი დიდი საქმეები, როგორებიცაა მაგალითად, კერძაიას საქმე, როგორიცაა ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში და არავინ დასჯილა. ალბათ, არც ახლა იზამენ ამას, დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრა, რომ რაღაცის გაკეთება ვითომ უნდათ და აპირებენ. რეალური პრობლემა იქნება ამის შემდეგში აღსრულება და ამას ნამდვილად არ აღასრულებენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსში“ შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

ინიციატივის მიხედვითვე, კოდექსში ასევე მითითებული იქნება, რომ მსგავსი დარღვევის შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати