აშშ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებზე ზეწოლას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მუქარა ტარიფების გაზრდისა და მათი დასჯის შესახებ, ვინც დოლარს არ გამოიყენებს, ჩვენ არ გვაკვირვებს. კონკურენტებზე ზეწოლა და ცალმხრივი სარგებლის მიღება აშშ-ის პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა და ეს ახალი არ არის. სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა დიდი ხანია რაც ვაშინგტონის მეთოდებს წარმოადგენს, ამიტომ ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, მისი თქმით, დროა, აშშ-მა თავის დიქტატორულ მიდგომებს გადახედოს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.