USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
სერგეი ლავროვი - აშშ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებზე ზეწოლას გააგრძელებს
თარიღი:  610

აშშ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებზე ზეწოლას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მუქარა ტარიფების გაზრდისა და მათი დასჯის შესახებ, ვინც დოლარს არ გამოიყენებს, ჩვენ არ გვაკვირვებს. კონკურენტებზე ზეწოლა და ცალმხრივი სარგებლის მიღება აშშ-ის პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა და ეს ახალი არ არის. სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა დიდი ხანია რაც ვაშინგტონის მეთოდებს წარმოადგენს, ამიტომ ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, დროა, აშშ-მა თავის დიქტატორულ მიდგომებს გადახედოს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის