სერბეთის მთავრობა გადადგა, ხოლო პრეზიდენტი ახალი არჩევნების იდეას აჟღერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, თუმცა სერბეთის პარლამენტმა ეს კვირების შემდეგ, 19 მარტს დაამტკიცა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე.
სერბეთის პრეზიდენტის ალექდსანდრ ვუჩიჩის თქმით, ვუჩევიჩის გადადგომიდან 30 დღეში ახალი მთავრობა თუ არ ჩამოყალიბდება, ის ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს (სავარაუდოდ ივნისში).
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.