USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
სერბეთის მთავრობა გადადგა
Date:  833

სერბეთის მთავრობა გადადგა, ხოლო პრეზიდენტი ახალი არჩევნების იდეას აჟღერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, თუმცა სერბეთის პარლამენტმა ეს კვირების შემდეგ, 19 მარტს დაამტკიცა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე.

სერბეთის პრეზიდენტის ალექდსანდრ ვუჩიჩის თქმით, ვუჩევიჩის გადადგომიდან 30 დღეში ახალი მთავრობა თუ არ ჩამოყალიბდება, ის ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს (სავარაუდოდ ივნისში).

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way