USD 2.6849
EUR 2.8804
RUB 2.8747
Тбилиси
სენატორ ჯინ შაჰინის და სენატორი ჯიმ რიშის განცხადება - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ
дата:  1076

სენატორი ჯინ შაჰინი: - მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს.

„ჩვენი გახარიასადმი გაგზავნილი ბოლო წერილის შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების გამო. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა. რუსეთის ფედერაცია კვლავ მართავს ღობეებს საქართველოს ტერიტორიებზე და ყოველ ჯერზე მათი მცირე ნაწილების ანექსირებას ახდენს. აშშ კვლავ რჩება ერთგული თავისი ვალდებულებისა, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნას, თუმცა ჩვენ პოზიტიური გაუმჯობესებებიც უნდა დავინახოთ. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს იდეალური, მაგრამ მთავრობამ უნდა გვაჩვენოს, რომ ის სერიოზულად უდგება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, - ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.

„სენატორ რიშს და მე გვაქვს ისტორია საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერისადმი. 2012 წელს ჩვენ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები მონაწილეობას ვიღებდით საქართველოს არჩევნებში და გამხნევებული ვიყავით მისი პროგრესით. როგორც ადრეც ვთქვი, დემოკრატია გრძელვადიანი მცდელობაა და საკუთრივ საქართველოს მოუწია ბევრი გამოწვევის წინაშე დგომა რუსეთის მხრიდან. მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

სენატორი ჯიმ რიში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღეს გარანტიები, რომ „ვითარება შეიცვლება“.

ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა და „საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების“ გამო შეშფოთება გამოთქვა. რიშთან ექსკლუზიური ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.

“ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.

თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ”, - განუცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკანიათან შეხვედრის შემდეგ.

სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.

„ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, - აღნიშნა სენატორმა.

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати