საფრთხის ქვეშ არის ოკიანეების და ზღვების ცოცხალი ბუნება. საზღვაო სახეობების უმეტესობა შესაძლოა ამ საუკუნის ბოლოსთვის გადაშენების პირას აღმოჩნდეს.საზღვაო ბიოლოგების მიერ შენიშნული საშიშროების ნიშნები მთელს ხმელთაშუა ზღვაში ვრცელდება.
თანოს დალიანასი, საზღვაო ბიოლოგი HCMR-IMBBC ბერძნული ინსტიტუტიდან, განმარტავს: ”სწრაფი ცვლილებები ხდება სანაპიროების ეკოსისტემის ცოცხალ სამყაროში. ნაცნობი სახეობები უფრო და უფრო მცირდება და ამავე დროს, ჩნდება ახალი სახეობები“.
ზღვის ფსკერზე ორიოდე წლის წინ აქ შეხვდებოდით კეთილშობილურ პინას - ახლა ეს საოცარი სახეობა სრულიად გაქრა, შესაძლოა ავადმყოფობისა და ბრაკონიერობის გამო. ხოლო მრავალი სახეობა- გაურკვეველი მიზეზის გამო, განახევრდა.
წყარო: bbc.com
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.