USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
საზღვაო სახეობების უმეტესობა შესაძლოა ამ საუკუნის ბოლოსთვის გადაშენების პირას აღმოჩნდეს.
თარიღი:  1209

საფრთხის ქვეშ არის ოკიანეების და ზღვების ცოცხალი ბუნება. საზღვაო სახეობების უმეტესობა შესაძლოა ამ საუკუნის ბოლოსთვის გადაშენების პირას აღმოჩნდეს.საზღვაო ბიოლოგების მიერ შენიშნული საშიშროების ნიშნები მთელს ხმელთაშუა ზღვაში ვრცელდება.

თანოს დალიანასი, საზღვაო ბიოლოგი  HCMR-IMBBC ბერძნული ინსტიტუტიდან, განმარტავს: ”სწრაფი ცვლილებები ხდება  სანაპიროების ეკოსისტემის ცოცხალ სამყაროში. ნაცნობი სახეობები უფრო და უფრო მცირდება და ამავე დროს, ჩნდება ახალი სახეობები“.

ზღვის ფსკერზე ორიოდე წლის წინ აქ შეხვდებოდით კეთილშობილურ პინას - ახლა ეს საოცარი სახეობა სრულიად გაქრა, შესაძლოა ავადმყოფობისა და ბრაკონიერობის გამო. ხოლო მრავალი სახეობა- გაურკვეველი მიზეზის გამო, განახევრდა.

 

წყარო: bbc.com

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის