USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
საყდრისის აფეთქებიდან 8 წელი გავიდა
Date:  395

საყდრისის აფეთქებიდან 8 წელი გავიდა.  2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია „RMG გოლდმა“ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა.

2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე წინ უძღვოდა კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება, „რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიიღეს“, – ამის შესახებ 2015 წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა.

ამ გადაწყვეტილებების შედეგად საყდრისს ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლება მიენიჭა.

საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არქოლოგიური სამუშაოების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ბოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა თომას შტიოლნერმა მაშინდელი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგო რატიანს 2015 წელს წერილი მისწერა.

გთავაზობთ, ბოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორ თომას შტიოლნერის წერილს

– „2004 წლიდან ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად აღარ არსებობს არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით (ეჭვგარეშეა), რომ საყდრისი თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია.

– რატომ?  იმიტომ, რომ ის  ოქროს სამთო წესით მოპოვებისა და დამუშავების დღემდე ყველაზე ძველ მტკიცებულებას  წარმოადგენს კავკასიაში, ის მსოფლიო მასშტაბითაც ყველაზე ძველია.  მისი საწყისი ძვ.წ. IV ათასწ. შუა ხანებს აღწევს. პრეისტორიული მოპოვება გრძელდება ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე. რაც ასე  განუმეორებელს ხდის საყდრისს არის ის, რომ აქ სრულადაა შემონახული ოქროს მომპოვებელ-მწარმოებელი იმდროინდელი თემის დამახასიათებელი ყველა ასპექტი.

– ის  საქართველოსათვის უნიკალურია და საჭიროებს –  ისევე, როგორც სხვა დიდი არქეოლოგიური ობიექტები –  კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების  მსგავსად დაცვას.

– საყდრისის პრობლემაზე უკვე 10 წელია მუშაობს ბევრი მეცნიერი საქართველოდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), გერმანიიდან (გერმანიის სამთო მუზეუმი, ბოხუმის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი (CEZ მანჰაიმი), საფრანგეთიდან (CNRS), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და დიდი ბრიტანეთიდან (კემბრიჯის უნივერსიტეტი).

– არც არავითარი ეჭვი არ არსებობს ძეგლის დათარიღებასთან  დაკავშირებით და არც კითხვა იმის თაობაზე, მოიპოვებოდა თუ არა აქ ოქრო.

– პირველმა კომისიამ, რომლის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე 2013 წლის ზაფხულში საყდრისს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, გააყალბა და არაკომპეტენტურად შეაფასა მეცნიერული კვლევების შედეგები.

– აქ თავს შევიკავებ მიზეზებზე საუბრისგან. მომდევნო დამოუკიდებელმა კომისიამ  (რომლის შემადგენლობაშიც საბათმცოდნე პროფ. ვ. ჟელევი და პრეისტორიული ეპოქის მკვლევარი პროფ. ა. იოკენჰოფელი შედიოდნენ),  2014 წლის მაისში წარმოადგინა დასკვნა, რომელმაც დაადასტურა ჩვენი კვლევის შედეგები და საყდრისის მნიშვნელობა.

– გათხრები, რომელიც აკადემიამ ჩაატარა უშედეგოდ წარიმართა, რადგან საკვლევად ისეთი ნაკვეთები იქნა შერჩეული, სადაც ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით არანაირი შედეგი არ იყო მოსალოდნელი.

– შესაბამისად, აღნიშნული შედეგები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა (კვლევის ანგარიში, 2014 წლის ზაფხული).  შემდგომ გამართული მოლაპარაკებისას მოითხოვეს საკვლევი გეგმის წარმოდგენა.

– საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ჩვენ შევასრულეთ ეს მოთხოვნა. სამწუხაროდ, არც ფირმის და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან მას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და მისი შენარჩუნება, ბუნებრივია,  ფულად ინვესტიციებს მოითხოვდა, თუმცა,  ის საქართველოს ტურისტული და მეცნიერული განვითარებისათვის გაღებული, გონივრული ხარჯები იქნებოდა.

– 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩვენდა გასაოცრად, საბადოს ბულდოზერები მიაყენეს და  ძეგლის განადგურება განაახლეს. ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოს რესპუბლიკას დიდ საერთაშორისო ზიანს აყენებს. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ მესოპოტამიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამად მიმდინარე ნგრევას და ავღანეთში, კერძოდ, ბამიანში მომხდარს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოტივები, ბუნებრივია, სრულიად სხვა ხასიათისაა.

საყდრისი ვიკიპედიაში:

საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით.

ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ[1]. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.). თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას.

ტოპონიმი

გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დღევანდელი საყდრისის მიმდებარე ტერიტორია აბულმუგის სახელით იყო ცნობილი. სწორედ ასე მოიხსენიებს მას ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ხოლო კონკრეტულად ბორცვს ყაჩაღიანს უწოდებდნენ. საყდრისი ამ ადგილს პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში უწოდეს, მახლობლად მდებარე საყდრების გამო.

მეცნიერული შეფასება

სხვადასხვა მოსაზრებით, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერული შეფასება შეიძლება ეფუძნებოდეს ოთხ ძირითადი საკითხს.

გეოლოგიური რეალობა

ბოლნისის რაიონის (მადნეული, საყდრისი, ბექთაქარი, დამბლუდი, ხატისოფელი და სხვა) და ასევე მეზობელი ქვეყნების ამავე ასაკის საბადოებშიც (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი და სხვა) ოქრო წვრილდისპერსული უმცირესი ზომის (მილიმიკრონების) ნაწილაკებით არის ქანებში წარმოდგენილი; მისი გარჩევა ქანში მძლავრი მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია გამომდინარე აქედან 5400 წლის წინ ოქროს მიგნება ობიექტზე შეუძლებელი იქნებოდა.

 დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნის თანახმად, ოქროს შემცველობა ერთ ტონაში საშუალოდ ერთ გრამს არ აღემატება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ყოველი გრამი ოქროს მისაღებად, კლდეებიდან პრიმიტიული უროებით, რომელთა სიგრძე საყდრისში საშუალოდ 15-25 სმ-ია, უნდა მოემტვრიათ ერთი ტონა გაკაჟებული ქანი, რომელიც უნდა დაეფქვათ ქვის ასევე პრიმიტიული სანაყებით და შემდეგ პრიმიტიული გარეცხვის მეთოდით — ერთი მილიონი გრამი სამთო მასიდან უნდა გამოერჩიათ ერთი გრამი ოქრო.

სააგენტოსვე ინფორმაციით, ყაჩაღიანის ე. წ. მაღაროების დიდი უმრავლესობა იმდენად ვიწროა (30-15სმ-დან 1 მეტრამდე), რომ იქ არათუ რაიმე სამუშაოების წარმოება, არამედ ადამიანის შეღწევაც კი რთულია.

გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, აღნიშნული „მაღაროები“ სინამდვილეში ბუნებრივი ტექტონიკური ნაპრალებია, რომლებიც ეროზიული მოვლენებით არის გაფართოებული. ნაპრალებში ჩაცვენილი მასალა ე.წ. „კოლუვიუმი“ ნებისმიერი ასაკის შეიძლება იყოს.

 დათარიღების მეთოდოლოგიის შესაბამისობა და მართებულობა

არქეოლოგიური ობიექტის დათარიღებასთან დაკავშირებით, „ქართულ-გერმანული ექსპედიცია ეფუძნება მოძიებული ნახშირის რადიოკარბონულ თარიღებს, თუმცა გამოყენებული მეთოდოლოგიის რელევენტურობის თაობაზე არსებობს განსახვავებული მოსაზრებები.

ე. წ. საყდრისი-ყაჩაღიანი მაღაროს ნახშირების C14-ით დათარიღების შედეგად, ქართულ-გერმანული ექსპედიციის პუბლიკაციების თანახმად, მათ განუსაზღვრავთ ნაპრალებში ფერდობებიდან ჩაცვენილი ღორღ-ქვიშიდან (ე.წ. კოლუვიუმიდან) მოპოვებული განახშირებული მცენარეული ნაშთების რადიოკარბონული ასაკი.ოთხმა ნიმუშმა განახშირებული მცენარეულის ასაკი დიაპაზონში 2500-3500 წლის ფარგლებში უჩვენა.

მიუხედავად ფაქტობრივი მდგომარეობისა, რომ „ამოღებული კერამიკული მასალა უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება“, ქართულ-გერმანული ნაშრომის ავტორებს მაინც მიაჩნიათ, რომ ყაჩაღიანში ოქროს მაღაროების დამუშავება 1000 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

 დათარიღების იგივე სურათია დადასტურებული გერმანიაში, ბოხუმში, თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის მიერ ერთობლივად გამოცემულ ნაშრომშიც.ავტორებს მითითებული აქვთ, რომ თარიღი მიღებულია იმ „ნახშირისაგან, რომელიც აღებულია პირველი მაღაროს მიწისქვეშა დანაშრევების გარეთ“ და არა თვითონ არქეოლოგიური დანაშრევებიდან, რაც მეცნიერთა გარკვეული ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომელთათვისაც კოლუვიუმის (ჰუმუსის), ისევე როგორც არქეოლოგიური დანაშრევების გარეთ აღებული ნიმუშების დათარიღების გამოყენება ე. წ. მაღაროების (ნაპრალების) დათარიღებისათვის მყარ მეცნიერულ საფუძველს სრულიად მოკლებულია.

აღსანიშნავია, რომ თვით ქართულ-გერმანული ესპედიციის დასკვნებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს არქეოლოგიური ობიექტის დათარიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქართულ-გერმანული ექსპედიციის ნაწილი ობიექტს ათარიღებს მე-4 ათასწლეულისმეორე ნახევარი- მე-3 ათასწლეულეულის პირველი ნახევრით.გერმანელი ექსპერტები (ჰაუპტმანი და კლეინი, ექსპედიციის მონაწილეები) კი შესაძლებლად თვლიან ართვინისა და საყდრისის დაკავშირებას მხოლოდ ძვ. წ. 3ათასწლეულის მიწურულისა და 2 ათასწლეულის დასაწყისის (და არა ძვ. წ. 4-3ათასწლეულების) ნივთებთან, რაც თვითონ შტოლნერსა და ღამბაშიძეს აქვთ მითითებული. ჰაუპტმანისა და კლეინის მიერ ოქროს ნივთებზე ჩატარებულმა Pb-isotope-ის ანალიზმა უჩვენა, რომ შეიძლებოდა საზოგადოდ საყდრისის მადნის გამოყენებაც ძვ. წ. 3 ათასწლეულსა და 2 ათასწულის დასაწყისში; თუმცა გეოლოგიურად მასთან (საყდრისთან) დაკავშირებული მურღულის საბადო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, (ართვინის არეალი) ასევე თანაბრად შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ოქროს ნივთების წარმოშობის ერთ-ერთი რეგიონი.

კომისია, რომელიც „საყდრისი-ყაჩაღიანის“ ოქროს მაღაროს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, მიიჩნევს, რომ საყდრისი მე-2 ათასწლეულის მე-2 ნახევრის ან უფრო მოგვიანო ხანის ჩვეულებრივი სპილენძის მაღაროა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს არ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი, თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, მიუთითებს, რომ აბულმუგში (საყდრისი-ყაჩაღიანი ისტორიული სახელწოდება) XVIII საუკუნეში მოიპოვებდნენ მხოლოდ რკინას, სპილენძს და ქვალაჟვარდს.[15]

არქეოლოგიურ-ისტორიული ინტერპრეტაციები

ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ მოპოვებულია ათასობით ქვის ინვენტარი, ერთ ათეულზე მეტი ძვლის ნივთი, რაც მათი ვარაუდით, გამოიყენებოდა ე.წ. „მაღაროდან“ გამოტანილი მადნის დასამუშავებლად, თუმცა გერმანულ-ქართული ექსპედიციის მიერ არც ერთ ამ ნივთზე არ არის ჩატარებული თანამედროვე ინტერდისციპლინარული კვლევა. ასევე არ არის გაკეთებული ღმოჩენილია ტიგელის ანალიზი, რომელიც გამდნარი ლითონის ჩამოსასხმელად გამოიყენებოდა.

ობიექტზე (ბალიჭი-ძეძვები, რომელსაც ქართულ-გერმანული ექსპედიცია სამთოელთა დასახლებად მიიჩნევს) აღმოჩენილია ქურა, დიდი რაოდენობით სასრესი ქვები, სანაყები და უროები, რომელიც ქართულ-გერმანული ექსპედიციის ინფორმაციით მადნის დასაფქვავად გამოიყენებოდა.

 იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო თავისი ფიზიკური თვისებების გამო (იგი რბილია და ადვილად იჭედება) კვალს ტოვებს მადნის დამუშავების ყველა ეტაპზე, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ეს კვალი უნდა აღმოჩენილიყო მადნების მოპოვებისა და დამუშავების იარაღების ზედაპირებზეც, ისევე როგორც სადნობი ღუმელის და ტიგელის ნაშთებზე, რაც საყდრისის შემთხვევაში არ გამოვლენილა.[18]

 ინტერდისციპლინარული კვლევების მიხედვით, ამ ხეობაში, კვირაცხოვლის ძვ. წ. მე-5 ათასწლეულის ნამოსახლარზე, აგრეთვე ადრეულ ყორღანში გამოვლენილი მასალა მიუთითებს მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების განვითარებაზე. ასეთივე სურათი დასტურდება ახ.წ. 5 საუკუნის ნამოსახლარზეც.

 როგორც გეოლოგები აცხადებენ, რომ ობიექტის ტერიტორიაზე ქანების სიმტკიცე 20%-ით აღემატება ადგილზე აღმოჩენილ ე. წ. ინსტრუმენტების სიმტკიცეს.

გერმანული ექსპედიციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების თანახმად, ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ საყდრისში მოპოვებულია ნახშირის მცირე რაოდენობა.

როგორც „საყდრისი-ყაჩაღიანის“ ოქროს მაღაროს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას მიაჩნია, თუ ექსპედიციის მიერ მოპოვებული ნახშირი აღნიშნული ქვაბულების თერმული დამუშავების შედეგადაა გაჩენილი, მაშინ ეს ერთეული ფრაგმენტები მადნის მოპოვებისათვის ძალიან ცოტაა. კომისიის დასკვნის თანახმად, ქვაბულის თერმული დამუშავების შედეგად აქ პრაქტიკულად ნაცრისა და ნახშირის უზარმაზარი მასა, ასეული კუბამეტრი ნახშირის მასა უნდა წარმოქმნილიყო, რაც არ არსებობს.

 კომისიის აზრით, ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ გამოთქმული ვარაუდი მღვიმის თერმული დამუშავების შესახებ, ფაქტობრივად მოპოვებული მასალის (მცირე რაოდენობის ნახშირი) საფუძველზე არგუმენტაციას სრულად მოკლებულია.

 ქართულ-გერმანული ექსპედიციის მტკიცებით, „საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროდან“ 5400 წლის წინ სავარაუდოდ რამდენიმე ათეული კილო ოქროა მოპოვებული. აღსანიშნავია რომ ამ პერიოდის ოქრო საქართველოში აღმოჩენილი არ არის.

 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ანალიზების შედეგები

ოფიციალური მასალებით, არ არის წარმოდგენილი აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი საწარმოო ნაშთების ანალიზების შედეგები, რომლებიც ამ მაღაროში სამთო წესით ოქროს წარმოებას დაადასტურებდა. მათ შორის, არც ტიგელის ანალიზის შედეგები, რაც პირდაპირ ინფორმაციას მისცემდა მეცნიერებს ლითონის იმ სახეობის შესახებ, რისთვისაც ეს ნივთი გამოიყენებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ არტეფაქტებზე ტრასოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა და შესაბამისად ოქროს კვალი არ დადასტურებულა, აღმოჩენილი არტეფაქტების ოქროს მადნის დასაფქვავ ინსტრუმენტებად ცალსახად მიჩნევას მეცნიერთა ნაწილი ეჭქვეშ აყენებს.

 იურიდიული რეალობა

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2006 წელს, მაშინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის, გიორგი გაბაშვილის ბრძანების (№3/133) საფუძველზე მიენიჭა.ამ ბრძანებით, მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინა 4000-ზე მეტ ძეგლს, რომლებიც 1999 წელს შეცდომით ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა. ამ ძეგლების 148-გვერდიან ჩამონათვალში აღმოჩნდა საყდრისის ობიექტი, რომელსაც 1999 წლამდე ძეგლის სტატუსი არ ჰქონია.

საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნის თანახმად, — „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო“ სამართლებრივად არ უნდა მოხვედრილიყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 30.03.2006წ. №3/133 ბრძანების დანართში, რადგანაც არ წარმოადგენდა მისი რეგულირების საგანს და ამდენად იგი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეიტანეს ზემოხსენებულ სამართლებრივ აქტში. ასევე, ძეგლის სტატუსი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უნდა მინიჭებოდა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა,რის შედეგადაც დაირღვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის, მე-16, მე-2 და მე-18.1 მუხლები. სამინისტროში არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი“.

 

 

analytics
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way