USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Tbilisi
საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა საქართველოს განვითარების პროცესში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა
Date:  571

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა საქართველოს განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვა. ქარსელაძე საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანის შეხვდა.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთის განვითარების ფონდი ძალიან მდიდარი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. ამ პროგრესის და მიღწეული შედეგების ფონზე ძალიან საინტერესო იქნება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელება. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, ეს თანამშრომლობა შეიძლება შეეხებოდეს იმ მრავალფეროვან პროექტებს, რომლებიც გაგვაჩნია, როგორც საგზაო, ასევე წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და რეგიონული განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კონფერენციას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან

საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების მინისტრ სალეჰ ალ-ჯასერთან და კვიპროსის ტრანსპორტის მინისტრ ალექსის ვაფიდისთან შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს მიმდინარე კონფერენციის დიდი მნიშვნელობა, გაუზიარეს ერთმანეთს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგები და გეგმები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე
,,საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, გავმართეთ ძალიან საინტერესო, ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან საუდის არაბეთიდან, კვიპროსიდან, ქუვეითიდან. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების პროგრესზე, ერთმანეთს გავუზიარეთ ის წარმატებული გამოცდილება რომელიც ქვეყნებს დაუგროვდათ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ საგზაო უსაფრთხოებისა და ინოვაციების განვითარების თემებზე, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების და მართვის სისტემების პრაქტიკული დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ წარმატებული გამოცდილება. კოლეგებისგან არის სრული მზაობა, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის“ -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა
შეხვედრებს, ასვე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.

 

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way