სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების მიხედვით, წვეულების გადახდა, „ყვარელი რეზორტში“ იგეგმება, თუმცა ის, რაც მედიაში გავრცელდა, უარყვეს თავად სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ოჯახის წევრები, ნამდვილად გეგმავენ ქორწილის კახეთში გადახდას, რაც მათი შეფასებით, დაუშვებელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა
აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.