USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია 16 აქტივისტი.
თარიღი:  408

სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების მიხედვით, წვეულების გადახდა, „ყვარელი რეზორტში“ იგეგმება, თუმცა ის, რაც მედიაში გავრცელდა, უარყვეს თავად სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სასტუმრო „ყვარელი რეზორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ოჯახის წევრები, ნამდვილად გეგმავენ ქორწილის კახეთში გადახდას, რაც მათი შეფასებით, დაუშვებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა

აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

 

 

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის