USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
სასტუმრო „შერატონ მეტეხი გრანდ პალასში“, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნა
თარიღი:  962
თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი გრანდ პალასში“, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ.
მსმენელის წინაშე წარდგა თბილისის ბიგ-ბენდი, ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და მესაყვირე ჟან-ლუ ლონიონი, თურქი ჯაზ-ვოკალისტი სიბელ კოსე და ბრიტანეთში სვინგის ელჩად წოდებული ჯეისონ ისააკი.
მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად, თბილისის ბიგ-ბენდმა შეასრულა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პროგრამა, რომელიც მოიცავდა არაერთი ცნობილი ჯაზ-კომპოზიტორის ნაწარმოებს და პოპულარულ კომპოზიციებს განახლებული არანჟირებით.
ჯაზის საერთაშორისო დღე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან ყოველ 30 აპრილს აღინიშნება. უკვე 15 წელია, ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოშიც იმართება.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის