USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
საქართველოში სუნელ-სანელებლების ტყვიით დაბინძურების ინდიკატორული კვლევები ჩატარდა
Date:  848

საქართველოში  ტყვიით დაბინძურების პოტენციური წყაროების განსაზღვრის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სუნელ-სანელებლების ინდიკატორული კვლევები ჩატარდა. კვლევა  ორგანიზაცია Pure Earth-ის ინიციატივით და UNICEF/Cralios ის ფინანსური მხარდაჭერით 5 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში,  2020 წლის მეორე ნახევრიდან ხორციელდება.  პროექტის - „დავიცვათ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები“ –  მიზანია, ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევა. დადგენილია, რომ ტყვიის უსაფრთხო ნორმა ადამიანის ორგანიზმისთვის - არ არსებობს!

საქართველოში ტყვიის შემცველობაზე  ინდიკატორული კვევები „Pure Earth“-ის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ ჩატრდა. 2020 წლის ზაფხულიდან დღემდე  სამეგრელოს,  იმერეთის, გურიის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში, ასევე  თბილისში სუნელ-სანელებლების მონიტორინგი მიმდინარეობდა. არსებული პრაქტიკის მიხედვით, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ტყვიით დაბინძურების ძირითად წყაროდ სუნელ-სანელებლები სახელდება, ამიტომაც განისაზღვრა საწყის ეტაპზე მათი ინდიკატორული კვლევა.

„Pure Earth“-ის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ ჩამოთვლილ რეგიონებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით შესწავლილ იქნა ადგილობრივი წარმოება. გლეხურ-ფერმერულ მეურნეობებში სუნელების პირველად მწარმოებლებთან პირისპირ გამოკითხის მეთოდით მოხდა ვითარების შესწავლა. თუ როგორ, რა პერიოდულობით, როგორ ნიადგაზე მოჰყავთ ნედლეული, რომელ შხამ-ქიმიკატებს იყენებენ, სად აშრობენ, რა პირობებში ხდება  ნედლეულის დაფქვა/შეფუთვა/დაფასოება;

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ადგილობრივი ბაზრების მონიტორინგი, სადაც სუნელ-სანელებლების წარმომავლობასთან ერთად, გამოკვლეულ იქნა, რა პირობებში ხდება მისი რეალიზაცია; დადგინდა, უშუალოდ რეალიზაციის დროს, ნედლეულის ტყვიით დაბინძურების რა რისკები არსებობს; რა შესაფუთ მასალას იყენებენ, ან სად იფქვება და ა.შ.

გამოიკითხა სუნელ-სანელებლების რეალიზატორები, დაზუსტდა ინფორმაცია საბითუმო საწყობებზე, საიდანაც იღებენ რეალიზატორები იმპორტირებულ თუ ადგილობრივ ნედლეულს. აღსანიშნავია, რომ ბაზრის უდიდესი წილი იმპორტირებულ სანელებლებს უჭირავს. ადგილობრივი წარმოება ძალიან მცირეა.

გამოიკვეთა ერთი მნიშნველოვანი საკითხი: ადგილობრივი რეალიზატორები მცირე დაბებისა და რაიონების ბაზრებში აცხადებენ, რომ თავად მოჰყავთ ნედლეული საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში და სწორედ საკუთარი ნაწარმის რეალიზებას ახდენენ. მათი უმრავლესობის საკარმიდამო ნაკვეთის ინსპექტირებით დადგინდა, რომ ამ რაოდენობით ნედლეული  არც ერთ რეალიზატორს არ მოჰყავს და  უფრო მარკეტინგულად მოგებაზე გათვლილი ხრიკია. ზოგ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მოჰყავთ და მხოლოდ იმპორტირებული სანელებლებით ვაჭრობას აქვს ადგილი.

გამოვლენილი კვლევის შედეგების მიხედვით, ეტაპობრივად ჩატარდა სუნელ-სანელებლების მსხვილი იმპორტიორების მონიტორინგი როგორც საწარმოში, სადაც სარეალიზაციოს გამზადება დაფქვა-დაფასოება ხდება, ასევე სასაწყობე მეურნეობებში, საიდანაც მარაგდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მსხვილი და მცირე ბაზრები.

პირველ ეტაპზე ჩატარებული კვევის შედეგები ასე გამოიყურება:

  • შემოწმდა სუნელ-სანელებლების 77 გამყიდველი;
  • 300-მდე ერთეულ სუნელს ტესტირება ჩაუტარდა;
  • შეფასდა 20-მდე ობიექტი;
  • ჩატარდა ინტერვიუები სუნელების ადგილობრივ მწარმოებლებთან და რეალიზატორებთან;
  • ინტერვიეუები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან.

300-მდე სუნელის ნიმუშისა და 77 გამყიდველის შეფასების კვლევით დადგინდა, რომ

  • 20 მდე სუნელი შეიცავდა ტყვიის მაღალ კონცენტრაციას -1000 ppm და ზემოთ;
  • მიღებული კვლევის შედეგად დადგინდა საწარმოო ჯაჭვი, საიდანაც ხვდება სრულად ბაზარზე მიწოდება;
  • გამოიკვეთა, რომ, ძირითადად, ორგანიზებულ ბაზრებში ხდება რეალიზაცია.

სუნელ-სანელებლების ინდიკატორული კვევის შედეგები ეცნობდა დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია ტყვიით დაბინძურების წყროების გამოვლენისთვის და შემდგომი ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად.

აღნიშნული ინდიკატორული კვლევის შედეგების მიხედვით დაიგეგმა შემდგომი ქმედითი ღონისძიებები, რომლის შესახებაც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way