USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
Tbilisi
საქართველოში მინის ტარის ერთადერთი მწარმოებლის შემოსავალი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა
Date:  374

საქართველოში მინის ტარის ერთადერთმა მწარმოებელმა სს “მინა” 2025 წელს ექსპლუატაციაში ახალი ღუმელი გაუშვა. ამის შესახებ კომპანიამ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში დაწერა.

კომპანიის ცნობით, 2024 წელს ქსანში მინის ტარის ქარხნის მფლობელ კომპანიას შემოსავლები 43%-ით 100 მილიონ ლარამდე გაეზარდა. საწარმოს საოპერაციო მოგება 3,26 მლნ ლარი იყო, თუმცა წელი 1,1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2023 წელს არსებული 10.7 მლნ ლარის ზარალის შემდეგ.

ამჟამად სს "მინაში" მინის სახარში ორი ღუმელი და მინის ყალიბების ოთხი ხაზი ფუნქციონირებს. კომპანიამ ერთი ე.წ B ღუმლის განახლება 2023 წელს დაასრულა, მეორე C ღუმლის განახლება კი 2025 წლის ივლისში დასრულდა. შედეგად, ორივე ღუმლის დღიური წარმადობა 100-დან 150 ტონამდე გაიზარდა, ხოლო კომპანიის წლიური სიმძლავრე 60 ათასი ტონიდან გაიზარდა 90 ათას ტონამდე.

კომპანიაში 230 კაცია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. პერსონალის ძირითადი ნაწილი კი მუშათა კატეგორიას განეკუთვნება. ასეთი 2024 წელს დასაქმებულთა 75% იყო.

კომპანიის შემოსავლების უდიდესი ნაწილი - 93.1 მლნ ლარი შიდა გაყიდვებზე მოდის. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კი, 2024 წელს გაორმაგებული იყო და 6.9 მლნ ლარს მიაღწია.

ადგილობრივ ბაზარზე სს "მინის" ძირითადი კლიენტები არიან: "აი დი ეს ბორჯომი საქართველო"; სს "წყალი მარგებელი" (ნაბეღლავი); სს „ლომისი“: სს „გლობალ ბიარ ჯირჯია“, სს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და სხვა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მთავარი ფოკუსი აზერბაიჯანში რეალიზაციის გაფართოებაზეა.

ფინანსურ ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ მთავარი გამოწვევა საკანონმდებლო, საგადასახადო და მარეგულირებელი ბაზაა, რომელიც განაგრძობს განვითარება, თუმცა "ექვემდებარება განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და ხშირ ცვლილებებს, რომლებიც სხვა სამართლებრივ და ფისკალურ წინააღმდეგობებთან ერთად აღრმავებს პრობლემებს, რომლებსაც საქართველოში მოქმედი კომპანიები ხვდებიან"

სს "მინა" 100% თურქულ "შიშეჯამს" ეკუთვნის, რომელიც შედის მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ხუთეულში.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way