USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Тбилиси
საქართველოში ცხოველურ ხორცს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ქათმის ხორცს მიირთმევენ - რომელი ქვეყნები მოიხმარენ ყველაზე მეტ ხორცს?
дата:  


მეორე ყველაზე პოპულარული ხორცი თევზი და ზღვის სხვა პროდუქტებია. აღმოჩნდა, რომ 56 ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ ზღვის პროდუქტებით იკვებებიან.

მსოფლიოს 29 ქვეყანაში პოპულარულია ღორის ხორცი, 23 ქვეყანაში საქონლის, მხოლოდ 5 ქვეყანაში ცხვრის, 2 ქვეყანაში კი სხვა დანარჩენი ცხოველის ხორცი.

ხორცს ყველაზე დიდი ინტენსივობით ჰონგკონგშიისლანდიასა და მაკაოში მოიხმარენ. ამ ქვეყნებში წლიურად 1 სულ მოსახლეზე ჯამში 170 კილოგრამი ხორცი ნაწილდება.

საინტერესოა, რომ აშშ-სა და ჩინეთში ყველაზე მეტ ქათმის ხორცს მიირთმევენ, თუმცა როცა საქმე ეხება ფრინველის ხორცის მოხმარებას ერთ სულ მოსახლეზე - ქვეყნები შესაბამისად მე-7 და 112-ე ადგილზე არიან. რამდენიმე კუნძულოვანი ქვეყანა - მათ შორის, სან ვინსენტი და გრენადინებიტრინიდადი და ტობაგოსამოა ისრაელთან ერთად, ყოველ ადამიანზე წლიურად 60 კილოგრამ ფრინველის ხორცს მიირთმევს. ფრინველის ხორცის აქტიური მომხმარებლები არიან დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

რაც შეეხება საქართველოს, FAO-ს მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე 18 კილოგრამ ხორცს მოიხმარს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ფრინველის ხორცის მოხმარებით ლიდერობს რუსეთი - 30 კილოგრამზე მეტით, 14 კილოგრამ ფრინველის ხორცს მიირთმევენ აზერბაიჯანის მოქალაქეები, 15 კილოგრამს კი სომხეთის.

ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ ღორის ხორცს, 55 კილოგრამზე მეტს, ჰონგკონგში მიირთმევენ. ღორის ხორცის წამყვანი მწარმოებელია პოლონეთი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 55 კილოგრამ ხორცს მოიხმარს, ასევე ესპანეთი, სადაც 52 კილოგრამზე მეტ ღორის ხორცს მიირთმევენ. საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ღორის ხორცი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი წლიურად 9 კილოგრამზე მეტ ხორცს ჭამს. რუსეთი 28 კილოგრამ ხორცს მოიხმარს, სომხეთი დაახლოებით 8 კილოგრამს, აზერბაიჯანი ნახევარ კილოგრამს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ღორის ხორცის მოხმარების კუთხით ევროპის ქვეყნები ლიდერობენ.

თევზის და ზღვის პროდუქტების მოხმარებით ლიდერობს ისლანდია, სადაც წელიწადში ერთი ადამიანი საშუალოდ 90 კილოგრამი ზღვის პროდუქტით იკვებება. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობით, არც ერთი ქვეყანა, არც ერთი სახეობის ხორცს არ მოიხმარს. ერთი ადამიანი 73 კილოგრამ ზღვის პროდუქტებს მოიხმარს მაკაოშიჰონგკონგში 65 კილოგრამს, სეიშელზე კი 56 კილოგრამს მიირთმევენ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ხორცის სახეობებს შორის ფრინველის ხორცის შემდეგ, თევზს ყველაზე დიდი ოდენობით მიირთმევენ, საუბარია ერთ სულ მოსახლეზე 10 კილოგრამ თევზზე და ზღვის სხვა პროდუქტებზე.

საინტერესოა მონაცემები საქონლის ხორცის მოხმარების კუთხითაც. არგენტინაში, სადაც 46 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თითო მოსახლე ყოველწლიურად თითქმის 47 კილოგრამ ძროხის ხორცს მიირთმევს. მაღალია მოხმარება ზიმბაბვეში, 42 კილოგრამი. ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის 38 კილოგრამი საქონლის ხორცით, ასევე ავსტრალია 37 და ბრაზილია 35 კილოგრამით. 1 სულ მოსახლეზე თითქმის 6 კილოგრამ ხორცს მოიხმარს საქართველო.

რაც შეეხება სხვა ხორცის მოხმარებას, ამ კატეგორიაში ცხვრისთხისკურდღლის, ცხენის ხორცი ერთიანდება. მონღოლეთის მოსახლეობა უკონკურენტოა ცხვრისა და თხის ხორცის მოხმარებით, ყოველწლიურად ისინი 66 კილოგრამ ამ სახეობის ხორცს მიირთმევენ. "სხვა ხორცის" მოხმარების რეიტინგში პაპუა-ახალი გვინეაც ლიდერობს. მათ განვითარებული აქვთ ნადირობის კულტურაც, შესაბამისად, მკვიდრი მოსახლეობა აქტიურად ნადირობს ირემსა და გარეულ ღორზე. საინტერესოა საქართველოს მონაცემები, FAO-ს ინფორმაციით, საქართველოში ერთი ადამიანი წლიურად თითქმის ორ კილოგრამ სხვა სახეობის ხორცს მიირთმევს.

Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати