საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს. საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან როგორც კომპანიები, ასევე ცალკეული თანამშრომლები - სააფთიაქო ქსელები, სუპერ მარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, ბანკების თანამშრომლები და ა.შ.
დღევანდელი პროტესტის - "გაიფიცე საქართველოსთვის" მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
საყოველთაო გაფიცვას უერთდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიესალმება პროტესტის ამ ფორმას.
გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება და დედაქალაქის გარდა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სხვადასხვა ტიპის და სიდიდის ბიზნესებს მოიცავს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.