USD 2.6130
EUR 3.0575
RUB 3.1383
თბილისი
საქართველოში ახალრეგისტრირებული უცხოური ბიზნესების 37% რუსებზე მოდის
თარიღი:  811

2025 წელს საქართველოში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით 20 802 ახალი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, აქედან თითქმის 37% რუსეთის მოქალაქეების მხრიდან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში 7 643 რუსული კომპანიის რეგისტრაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემდეგ შარშან, ყველაზე მეტი ბიზნეს ორგანიზაცია ინდოელებმა და უკრაინელებმა დააფუძნეს.

 

უფრო კონკრეტულად, 10 ქვეყანა, რომელმაც 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი დაარეგისტრირა, ასეთია:

  • რუსეთი - 7 643;
  • ინდოეთი - 1 960;
  • უკრაინა - 1 915;
  • ბელარუსი - 1 575;
  • თურქეთი - 986;
  • პაკისტანი - 583;
  • ისრაელი - 530;
  • აზერბაიჯანი - 524;
  • გერმანია - 524;
  • ჩინეთი - 320.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 1 058 100 ბიზნეს სუბიექტი იყო რეგისტრირებული, აქედან 2025 წელს 71 700 სუბიექტის რეგისტრაცია განხორციელდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის