2025 წელს საქართველოში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით 20 802 ახალი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, აქედან თითქმის 37% რუსეთის მოქალაქეების მხრიდან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში 7 643 რუსული კომპანიის რეგისტრაცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემდეგ შარშან, ყველაზე მეტი ბიზნეს ორგანიზაცია ინდოელებმა და უკრაინელებმა დააფუძნეს.
უფრო კონკრეტულად, 10 ქვეყანა, რომელმაც 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი დაარეგისტრირა, ასეთია:
ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 1 058 100 ბიზნეს სუბიექტი იყო რეგისტრირებული, აქედან 2025 წელს 71 700 სუბიექტის რეგისტრაცია განხორციელდა.