USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისრაელთან შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო
дата:  376

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, სადაც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩით იწყებს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას, რომელიც 2026 წელს „ჯვაროსნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება.

ვილი სანიოლს გუნდის შეთამაშება სურს, განსაკუთრებით უკანა ხაზში, რადგან გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა – ნაკრების ახალი კაპიტანი კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати