USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
საქართველოს რკინიგზა ფოთი - თბილისი - ფოთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკმატარებლებს ნიშნავს
Date:  641

საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ მატარებლებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბლოკმატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ - ფოთიდან 21:30 საათზე გამოვა და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. შედეგად ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ კონტეინერებით ბლოკ მატარებლის შევსების მიუხედავად. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.

პირველი ბლოკმატარებელი დღეს ,,თბილისი დრაი პორტში" შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, "დრაი პორტის" დამფუძნებელი და კომპანია "ემ ეს სი ჯორჯიას" დირექტორი დახვდნენ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გამარტივებული ლოგისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ.

"ეს სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისთვის, რადგან საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება.

ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც ერთის მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს", - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way