USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
საქართველოს რკინიგზა - თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ოპტიმალური გადაწყვეტა დღემდე ვერ ვნახეთ
თარიღი:  964

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი ისევ დაპაუზებულია. მთავრობამ და "საქართველოს რკინიგზას" ვერ გადაწყვიტეს, გადავა თუ არა თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილი და ამასთან, თუ 2010 წელს დაწყებული პროექტი არაეფექტიანი იყო, რა დატვირთვა ექნება უკვე აშენებულ ინფრასტრუქტურას.

"შემოვლითი რკინიგზის პროექტი სესხის ფარგლებში დაიწყო, რომლის ჯამური თანხა 500 მილიონი დოლარია. აქედან ნახევარი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტში წავიდა, ნახევარი მიწაში ჩაიდო, უკუგების გარეშე და 7 წელია ეს (შემოვლითი რკინიგზის პროექტი) კომპანიას მხრებზე აწვება. ამ სესხის პროცენტს კომპანია, ჩვენი მენეჯმენტი იხდის, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე და დღემდე ვერ ვნახეთ ერთობლივად – ვერც ეკონომიკურ გუნდთან და ვერც რკინიგზაში მისი ოპტიმალური გადაწყვეტა. ანუ როგორც რკინიგზა, ის ვერ განვითარდება.

თუ არ არსებობს ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება, პროექტის დაწყება არაა მიზანშეწონილი. ეს ჩემი სუბიექტური და ობიექტური აზრია და მეორე საკითხი, რომელსაც ხაზს არავინ უსმევს – თბილისის შემოვლითი რკინიგზა გადის ახლო დისტანციაზე თბილისის ზღვასთან და საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერი ავარია რკინიგზაზე. შესაბამისად, ერთი ცისტერნის ავარიის შემთხვევაშიც კი შეიძლება თბილისის ზღვა რამდენიმე ათეული წლით დაბინძურდეს. საკმაოდ სარისკო პროექტი აღმოჩნდა და მეორე – ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთი თანხა, ერთი ტრანში გადამისამართდა რომ გამტარუნარიანობა გაიზარდოს (მოდერნიზაციის პროექტის მიხედვით) და მეორე – ვიწრო ყელი ჩნდებოდა თბილისის შემოვლით რკინიგზაზე, ანუ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროექტი დაიბადა ერთი ფინანსური წყაროდან", – განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

მისივე თქმით, წლების წინ, გადაწყვეტილების მიმღები პირი თავად რომ ყოფილიყო, ამ 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს არ აიღება.

"500 მილიონ აშშ დოლარს ევროობლიგაციების სახით არ განვათავსებდი და გამოვიტანდი 250-300 მლნ დოლარს. ამ წყაროდან შემოვლითი რკინიგზა ნამდვილად არ დაფინანსდებოდა. ამას არც დავიწყებდი", – აღნიშნა მან.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განვითარებაზე 2013 წლამდე $230 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობამ დაასკვნა, რომ პროექტი წამგებიანი იყო და მისი განვითარება შეჩერდა, სანახევროდ აშენებული ინფრასტრუქტურა კი დაკონსერვდა.

"საპარტნიორო ფონდის" გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის საფუძველზე, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს. პროექტი კერძო ინვესტორმა უნდა განახორციელოს, რომლის დაინტერესების მიზნითაც დავით საგანელიძეს აქვს ინიციატივა, რომ იმავე კომპანიას გადაეცეს შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ გარკვეული უძრავი ქონება, სადაც საცხოვრებელი სახლები აშენდება.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის