USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
Date:  1010

საქართველო-სომხეთი - "დინამო არენაზე" ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ანგარიშით 6:1 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

სომხეთის კარში 5 გოლი საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე სხვაობა სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ერთით შეამცირა, თუმცა საბოლოო ჯამში, საქართველო-სომხეთის ნაკრებების მატჩი დღეს "ჯვაროსნების" გამარჯვებით 6:1 დასრულდა. 

დღესვე უნდა გახდეს ცნობილი, ვისთან მოუწევს ერთა ლიგის პლეი ოფის მორიგი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს, ეს ნიდერლანდებისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირების შედეგზეა დამოკიდებული.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way