USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე სამბოში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
Date:  425

კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა დაიკავა გუნდური პირველი ადგილი - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამბოს ფედერაცია ავრცელებს.

64 კგ წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა.

71 კგ წონითი კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა.

79 კგ წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა.

88 კგ წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგი დადუნაშვილმა, ბრინჯაო - ონისე ხურციხემ.

მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ქავთარაძემ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way