საქართველოს მოქალაქეები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები სუდანში უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. როგორც კომპანიების „ჯეო-სქაის“ და „მაივეი ეარლაინსის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამჟამად უზრუნველყოფილი არიან წყლით და საკვებით. მათ გრაფიკით მიეწოდებათ ელექტროენერგია.
კომპანიის წარმომადგენლებს, საგარეო სამინისტროსთან ერთად, მუდმივი კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან. მათი თქმით, ისინი ელოდებიან სუდანში ვითარების სტაბილიზაციას, რათა ქართველები სამშობლოში დააბრუნონ.